ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალუმა მოძრაობამ“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანით ბოლო კარტი გამოიყენა.
„ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ: